Monday, December 8, 2014

მეცხრე დღე.--დავამთავრეთ პროექტის გეგმა და გავაკეთეთ პრეზენტაცია.შევაფასეთ ინტელის კურსის ტრენინგი.რომელიც მე, პირადად ძალიან დამეხმარა პროექტისათვის სხვა თვალით შემეხედა.მასწავლა, რომ პროექტის დასაწყებად ჯერ აუცილებელია საინტერესო იდეის განსაზღვრა.მოსწავლეებისათვის ამ იდეის საინტერესოდ მიწოდება.მაგ.:ბუკლეტების სახით.რომ, აუცილებელია მიზნების ,სტანდარტების და ამ მიზნების შესაბამისად აქტივობების დაგეგმვა.განსაკუთრებით მომეწონა მიმართულების მომცემი კითხვები,რომელიც მოსწავლეებს უფრო მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში ეხმარება.განვიხილეთ შეფასების ჩეწკლისტები , რომელიც ჩემთვის ახალია და დამეხმარება მოსწავლეების მრავალმხრივ შეფასებაში.ერთი სიტყვით ეს ტრენინგი ძალიან მომეწონა და ძალიან დიდი მადლობააააა.


Sunday, December 7, 2014

მერვე დღეს, ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შესწორებებზე და ფაქტიურად დავასრულეთ გეგმა.სხვათაშორის არ ველოდი რომ შევძლებდი და ჩემი თავის მე თვითონ გამიკვირდა.ამისათვის ძალიან დიდი მადლობა ხათუნას.


Saturday, December 6, 2014

მეშვიდე დღეს,განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და ნაშრომების ჩეკლისტები.შეფასების ფორმები. შევქმენით ჩვენი პროექტის შესაბამისი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი .ვისწავლეთ ბლოგებში დიზაინის შეცვლა და გვერდების დამატება.ვისწავლეთ power pointshi ბმულის მიბმა.ეს დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩემთვის.
გეგმა
პროექტის გეგმა

Sunday, November 30, 2014

მესამე დღე
დღეს განვიხილეთ 2 მოდულის 2აქტივობა-მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება,რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.განვიხილეთ თუ რისთვის გამოიყენება მიმართულების მიმცემი კითხვები.ვისაუბრეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების შესახებ.ჩვენი პროექთის თემიდან გამომდინარე შევადგინეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები და გავუზიარეთ ერთმანეთს.გავუკეთეტ კომენტარები.ასევე განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია.საკუთარი პროექტისთვის შევარჩიეთ შეფასების მეთოდები.დღევანდელი დღე ჩემთვის ნაყოფიერი იყო.

Saturday, November 29, 2014

მეორე დღე

დღეს ვისაუბრეთ პროექტისბუკლეტის საჭიროებებზე,დავგეგმეთ ჯერ ფურცელზე პუბლიკაციის ფორმა და გადავიტანეთ ელ-ვერსიაში.დავასრულეთ პირველ მოდულზე მუშაობა და გადავედით მეორე მოდულის განხილვაზე.ჩვენი საპროექტო იდეებიდან გამომდინარე განვსაზღვრეთ სტანდარტები და შევიტანეთ პროექტის გეგმის შაბლონში.ეს ყველაფერი დამეხმარება მომავალშჰი ახალი პროექტების ბუკლეტების შედგენაში.